სასამართლო: „რუსთავი-2“- ის რეპორტაჟი არსებითად მცდარ ფაქტებს შეიცავდა

თბილსის საქალაქო სასამართლო სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2 ის ყოველკვირეულ პროგრამა P.S -ში გასულ რეპორტაჟს ეხმაურება, რომელიც არსებითად მცდარ ფაქტებს შეიცავდა.
როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქმე ეხება მსჯავრდებულ მირზა სუბელიანზე მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც 2019 წლის 10 მარტს გავიდა ეთერში, სადაც არასწორად იქნა განმარტებული მისთვისწარდგენილი ბრალდება და ამავე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის ზომა. კერძოდ, მირზა სუბელიანსბრალად ედებოდა დანაშაულის შეუტყობინებლობა, იმის მიერ ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილიაგანსაკუთრებით მძიმე დანაშაული, (საქართველოს სს კოდექსის 376-ე მუხლი, 2017 წლის 1 დეკემბრის რედაქცია).
დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით, აღნიშნული მუხლი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულიიყო და ითვალისწინებდა ჯარიმას, შინაპატიმრობას და თავისუფლების აღკვეთას.
სასამართლოს განაჩენით, მირზა სუბელიანის მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის წარდგენილიბრალდება (საქართველოს სს კოდექსის 376-ე მუხლი, 2017 წლის 1 დეკემბრის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა და მასმსჯავრი დაედო დანაშაულის დაფარვისათვის (საქართველოს სს კოდექსის 375-ე მუხლი), რაც ასევე ნაკლებადმძიმე კატეგორიის დანაშაულია და აღნიშნული მუხლიც ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას და თავისუფლების აღკვეთასაც.
საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულმა უდაოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილიმტკიცებულებები. სასამართლოს შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, ბრალდებულისთვის შეეძლო დაენიშნა პირობითი მსჯავრიც, თუმცა,
2019 წლის 4 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე მირზა სუბელიანს სასჯელის სახედ და ზომად 1წლისა და 1 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ყოველკვირეულ პროგრამა P.S -ის რეპორტაჟში მიზანმიმართულად მოხდა აპელირება საქართველოს სსკოდექსის 376-ე მუხლში შესულ ცვლილებაზე, რომელიც 2018 წლის 4 ივლისის რედაქციით დამძიმდა. რეპორტაჟისავტორმა რესპოდენტებთან ერთად განავითარა მსჯელობა, თითქოს სასამართლომ ბრალდებულისთვისსასჯელის მსუბუქი ზომა გამოიყენა – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები