,,ჯორჯიან მანგანეზისა” და ზესტაფონის მერიის ორგანიზებით 8 მარტისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზისა” და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალთა საერთაშორისო დღის – 8 მარტისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. სარვამარტო ღონისძიებაში, რომელიც ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრში ჩატარდა, თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის კვარტეტი და ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწფო დრამატული თეატრის მსახიობები მონაწილეობდნენ.
კონცერტს კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისა” და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ ქალბატონებს ყვავილები აჩუქეს და რვა მარტი მიულოცეს.
ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ ქალბატონებს როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე, საზოგადოებრივ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
“მინდა რვა მარტი მივულოცო ყველა ქალბატონს, საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებაში წარმატება ვუსურვო. მათი როლი ყოველთვის გამორჩეული იყო ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების საკითხში. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორებსა და ღონისძიების მხარდამჭერს, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლებს”,- განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.
ქალბატონებს რვა მარტი ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებმაც მიულოცეს.
“კიდევ ერთხელ ვულოცავ ქალბატონებს ამ ულამაზეს დღეს, ამასთან, მინდა მადლობა გადავუხადო, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს მუნიციპალიტეტს, ასევე, “ჯორჯიან მანგანეზს”, რომელთა ორგანიზებითაც შედგა ეს არაჩვეულებრივი ღონისძიება ” , – აღნიშნა თეატრის ერთ-ერთმა მსახიობმა, ზურა აბესაძემ.
ზესტაფონელი ქალბატონები ღონისძიებით კმაყოფილი დარჩნენ, მათ კონცერტის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს.
„ყველა ქალბატონს ვულოცავ 8 მარტს. მინდა, ვუსურვო ბედნიერება. ამასთან, უღრმეს მადლობას ვუხდი ღონისძიების ორგანიზატორებს, ძალიან ნასიამოვნები დავრჩით ღონისძიებით“, -აღნიშნა ზესტაფონის მკვიდრმა გვანცა გრიგოლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები