გერმანიის ელჩი საქართველოში: ბიზნესგარემოზე რაიმე სახის ზეწოლას ვერ ვხედავ

საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის, ჰუბერტ ქნირის თქმით, ის საქართველოში ბიზნესგარემოზე რაიმე სახის ზეწოლას ვერ ხედავს.
როგორც ელჩი აცხადებს, გერმანელ ბიზნესმენებს ესაუბრა, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოში ძალიან კარგი ბიზნესგარემოა.
„ბევრი ვესაუბრე ბიზნესმენებს, განსაკუთრებით გერმანელ ბიზნესმენებს, რომლებიც საქართველოში სპეციფიკური მიმართულებებით მუშაობენ და აკეთებენ ბიზნესს. ისინი ამბობენ, რომ საქართველოში ძალიან კარგი ბიზნესგარემო აქვთ. უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვესაუბრეთ მთავრობასაც და მე ვერ ვხედავ რაიმე სახის ზეწოლას ბიზნესგარემოზე“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები