გია აბაშიძე: საინტერესოა, თუ მიდის ამ თანამდებობიდან, რატომ და სად?

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალური ქსელში იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
„საინტერესოა, თუ მიდის ამ თანამდებობიდან, რომელსაც “ქოცნების” მოსვლიდან შეუცვლელად იკავებდა, რატომ და სად?..
სად შეიძლება რომ წავიდეს? უზენაესი სასამართლო, ელჩი, სხვა სამინისტრო თუ სად? ვერსია უამრავია. ცხადია, თუ მიდის. რას ფიქრობთ, რატომ? სად შეიძლება რომ ვიხილოთ?“- წერს გია აბაშიძე.
შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი მთვარობის იუსტიციის მინისტრად 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა, ის მინისტრთა კაბინეტის ყველაზე სტაჟიანი წევრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები