გოჩა ფიფია: “ნაცმოძრაობას” არ აქვს უფლება ბიზნესზე ზეწოლაზე ისაუბროს

კომპანია “ზეარის” დამფუძნებელი, გოჩა ფიფია მთავრობის მხრიდან ბიზნესზე ზეწოლას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მსგავსი ბრალდებები უსაფუძვლოა.
როგორც ფიფიამ “კვირას” განუცხადა, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება არსებული ხელისუფლება ბიზნესზე ზეწოლაში დაადანაშაულონ.
“თავისუფლებამოპოვებული ბიზნესი დღეს ბიუჯეტში თანხებს იხდის. ადამიანები, რომლებიც გაიძახიან, რომ დღეს ბიზნესზე ზეწოლა ხორციელდება, ჩემთვის ისინი, ყველა შემთხვევაში, ან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არიან ან არაკანონიერად ეწევიან ბიზნესსაქმიანობას და ცდილობენ, ხელისუფლება იქით დაადანაშაულონ. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს უფლება არ აქვთ, რომ ასეთი ბრალდებები გააჟღერონ. მათი უმრავლესობა დღეს ციხეში უნდა იჯდეს და სასჯელს იხდიდეს”, – განაცხადა გოჩა ფიფიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები