თამარ ჩუგოშვილი: ანაკლიის პორტის მშენებლობა სახელმწიფოს პრიორიტეტია

„ანაკლიის პორტის მშენებლობა სახელმწიფოს პრიორიტეტია და ყველანაირად ხელს უწყობდა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, უნდა გაიმიჯნოს გამოძიება, რომელიც ფულის გათეთრების საქმეზე მიმდინარეობს და ანაკლიის პორტის პროექტი“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, ეს ორი სხვადასხვა საკითხია.
„ვფიქრობ, გასამიჯნია გამოძიება, რაც წამოიწყო პროკურატურამ და ეროვნულმა ბანკის მხრიდანაც გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა კონკრეტულ ფინანსურ ინსტიტუტთან დაკავშირებით, მეორე – ანაკლიის პორტი. სრულიად სხვადასხვა საკითხია. ამ პორტის მშენებლობა სახელმწიფოს პრიორიტეტია და ყველანაირად ხელს უწყობდა. უზარმაზარი თანხებია სახელმწიფოს მხრიდან გაღებული პორტის მშენებლობისთვის. სახელმწიფოს დაგეგმილი აქვს, ხელი შეუწყოს. რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობს, ამ დეტალებში ჩასვლა რთულია, რადგან გამოცდილება და საქმის მასალები სჭირდება ნებისმიერ ადამიანს. სჯობს, დროულად მოეფინოს ნათელი მათ შორის პროკურატურის მხრიდან. გამოძიების შედეგები დროულად უნდა დაიდოს, რათა სპეკულაციები დასრულდეს. ეს აზიანებს ბანკს, სტრატეგიულ პროექტს, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს და ქვეყანაში პროცესების აღქმას“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები