ზაქარია ქუცნაშვილი: როგორ შეიძლება გიორგი გახარიას ხელი დაადო

„როგორ შეიძლება დაადო ხელი გახარიას”, – ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძეს პარლამენტმა უკვე მისცა ასპარეზი თავისი სიმართლის დასაცავად.
„მე ვისურვებდი, ყველა ადამიანმა გაიმართლოს თავი, ვიდრე მტყუანი აღმოჩნდეს, მაგრამ არც ის შეიძლება, რომ ქაღალდი მოიტანო, არ დაასახელო მომტანი და ამის დასადასტურებლად იძახო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო განცხადება გავაკეთე.
მე ვერ დავიწყებ შიშველი ხელებით ადამიანის დაბრალებას, ამიტომაც უფრო მეტი მოგვეთხოვება, როცა ადამიანს აბრალებ და ეუბნები, რომ არ მწამდაო და გამაკეთებინეს ეს განცხადებაო. თუ არ გჯერა, რატომ აკეთებდი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ განცხადებას? თუ ჟურნალისტები წარმოაჩენთ ამას, რომ მამუკა ხაზარაძეს მოსწონს “ნაციონალური მოძრაობა” და აიძულა “ქართულმა ოცნებამ”, რომ ცუდი ელაპარაკა, მაშინ ამ კაცს უკეთებთ ცუდ საქმეს თქვენ, მედია. მე ვფიქრობ, რომ პარლამენტმა მისცა მამუკა ხაზარაძეს ასპარეზი თავისი სიმართლის დასაცავად. ორი კომიტეტი ჩატარდა, დაუთმეს უმაღლესი ტრიბუნა” – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით მოიტანა თავისუფლება და თუ ვინმე ამ თავისუფლებას ბოროტად გამოიყენებს და შეეცდება სხვადასხვა ინტერესის გამო, ვინმეს დაემუქროს, ის თავის თავს დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები