ორი ხელფეხშეკრული მძევალი – “საქართველოს ბანკზე” მომხდარი თავდასხმის ახალი დეტალები

“საქართველოს ბანკის” გლდანის ფილიალზე მომხდარი თავდასხმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელები ბანკის დასაყაჩაღებლად გატაცებული მანქანით მივიდნენ. მანქანის პატრონი, 30 წლის მამაკაცი მძევლად ჰყავდათ აყვანილი, რომელიც გლდანის მეოთხე მიკრორაიონში ჩამოსვეს. ბანკის შენობასთან კი მეორე მძევალთან, ახალგაზრდა ქალთან ერთად მივიდნენ. სწორედ მისი გამოყენებით დატოვეს ბანკის მიმდებარე ტერიტორიაც. გოგონა კი ქერჩის ქუჩაზე დატოვეს.
ვრცელდება კიდევ ერთი ვერსი, რომ დაყაჩაღებამდე ბოროტმოქმედებს ორივე მათგანი ჰყავდათ გატაცებულები და მთელი ღამე ტყეში იმყოფებოდნენ.
არსებული ინფორმაციით, გატაცებულ ბიჭსაც და გოგოსაც ხელ-ფეხი ჰქონდათ შეკრული.
მძევლები, რომლებიც „საქართველოს ბანკში“ ყაჩაღობის დროს თავდამსხმელებმა აიყვანეს, გამოკითხვაზე იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები