ქუთაისის ოპერის თეატრში ნინი გიორგაძის და სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა

 ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ნინი გიორგაძისა და თეიმურაზ კობახიძის სახელობის ქუთაისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი ქუთაისში სრული ანშლაგით და დიდი წარმატებით ჩატარდა.
ოპერის თეატრში, თეიმურაზ კობახიძის სახელობის ქუთაისის სიმფონიური ორკესტრი, 42-ე საკონცერტო სეზონზე ახალგაზრდა, წარმატებულ მუსიკოსთან ერთად წარდგა ქუთაისელი მსმენელის წინაშე (დირიჟორი: რევაზ ჯავახიშვილი).
ნინი გიორგაძე რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატია. ქუთაისის სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მისი დამსახურებით არაერთხელ გაჟღერებულა. იგი მელიტონ ბალანჩივაძის სახ. ქუთაისის №1 სამუსიკო სკოლისა და შემდგომ მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის კურსდამთავრებულია (პედაგოგი: ეკა გიორგაძე ).
ნინი გიორგაძე, სოლო კონცერტით, ქუთაისელი მაყურებლის წინაშე, თეიმურაზ კობახიზის სახ. ქუთაისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად პირველად წარდგა.
კონცერტი ოპერის თეატრში ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და  „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო, დაწესებულებათა გაერთიანების“ მხარდაჭერით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები