პროკურორი: გიორგი ქადაგიძემ გამოძიების შეკითხვებს პასუხები ვერ გასცა

„გიორგი ქადაგიძემ გამოძიების შეკითხვებს პასუხები ვერ გასცა“, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში, ქადაგიძის გამოკითხვის შემდეგ განუცხადა.
პროკურორის განმარტებით, გიორგი ქადაგიძეს არც „თი-ბი-სი ბანკის“ შემოწმების პროცესი ახსოვს და არც ბანკის შემოწმების შედეგები.
„გიორგი ქადაგიძემ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ვინაიდან ყველაფერზე აცხადებს, რომ ეს დეტალები არ ახსოვს. გიორგი ქადაგიძე 2008 წელს იყო საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი, აღნიშნულ პერიოდში, ამ სააგენტოს ჩატარებული აქვს „თიბისი ბანკის“ შემოწმება და გიორგი ქადაგიძე როგორც ხელმძღვანელი იყო ამ პერიოდში ამ სააგენტოში. ჩვენ გაგვაჩნდა შეკითხვები შემოწმების პროცესთან და შემოწმების შედეგთან დაკავშირებით და როგორც გიორგი ქადაგიძე აცხადებს, მას არ ახსოვს, არც შემოწმების პროცესი და არც შემოწმების შედეგები. სხვა დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პასუხებს ვერ გაგცემთ“, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს გიორგი ქადაგიძის დაკითხვის შუამდგომლობით დღეს მიმართა, რადგან ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა.
საქმე „თი-ბი-სი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებას ეხება.
გიორგი ქადაგიძე ამ პერიოდში ეროვნული ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იყო, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კი 2009 წლის თებერვალში გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები