ლონდონში ვაჟა-ფშაველას საღამო გაიმართა

ლონდონში საქართველოს საელჩოს, აზიის სახლისა  და ბრიტანულ-ქართული საზოგადოების თანაორგანიზებით, ვაჟა-ფშაველას საღამო გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, რომლის ავტორი მხატვარი ანდრო სემეიკოა, მრავალგანზომილებიანია და აერთიანებს ვაჟა- ფშაველას პოემებისა და ლექსების თარგმანებს, დიზაინერ მანანა ანთელიძის მიერ პოეტის შემოქმედების შთაგონებით შექმნილ სამოდელო ესკიზებს, თანამედროვე ქართველი მწერლის ანა კორძაია-სამადაშვილის მოთხრობებსა და მხატვრების – ლეონიდ და ანდრო სემეიკოების ნახატებს.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა და აზიის სახლის ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელმა პამელა კემბერმა.
ვაჟა-ფშაველას პოემებიდან ნაწყვეტების ინგლისურენოვანი თარგმანები წაიკითხეს ბრიტანული კინოაკადემიის – „ბაფთას“ ჯილდოს მფლობელმა, უელსელმა მსახიობმა, შაან ფილიპსმა და პროფესორმა დონალდ რეიფილდმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები