დავით სერგეენკო: გახარიას წლებია ვიცნობ და პრაქტიკულად გამოვრიცხავ, რომ მას ეს გაეკეთებინა

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მამუკა ხაზარაძის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის ფაქტობრივად გამორიცხავს იმას, რომ შს მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან ვინმეს მუქარის წერილი მიეღო.
მისივე თქმით, მსგავსი მასშტაბის საქმის გამოძიება კომპლექსური პროცესია და სხვადასხვა უწყება მონაწილეობს.
“ეს საკითხი თავისი მასშტაბით, სპეციფიკით და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებლად მოითხოვს გამჭვირვალე და შედარებით მოკლე ვადებში განხილვას, რათა არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. ის, რაც გუშინ გაჟღერდა, არის ძალიან სერიოზული ბრალდება, რომელსაც აუცილებლად სჭირდება დამტკიცება ან გამორიცხვა. ისე, რაიმე დასკვნების წინასწარ გენერირება სწორი არ მგონია. რაც შეეხება გიორგი გახარიას, მე მას წლებია ვიცნობ სამსახურეობრივადაც, მეგობრულადაც და პრაქტიკულად გამოვრიცხავ, რომ მას ეს გაეკეთებინა. მე ასეთი შეხედულება მაქვს, რომ მარტო პროკურატურის ან პროკურორის ნებაზე არ არის დამოკიდებული ასეთი მასშტაბის და პრაქტიკულად ნებისმიერი საქმის გამოძიება. კომპლექსური პროცესია, მასში სხვადასხვა უწყება მონაწილეობს და მე ნამდვილად მჯერა, რომ გამოძიება იქნება ობიექტური და გამჭვირვალე,”-განაცხადა დავით სერგეენკომ.
ცნობისათვის, გუშინ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები