ჯანსუღ კახიძის სიმღერების საღამო გაიმართება

7 მარტს, 19:30 საათზე,  ჯანსუღ კახიძის სიმღერების საღამო გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი „რუსთავი“ და ეკა მამალაძე.
როგორც „კვირას“  ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრიდან აცნობეს, 7 მარტი ჯანსუღ კახიძის გარდაცვალების დღეა და ამ თარიღს თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ყოველთვის განსაკუთრებული საკონცერტო პროგრამით აღნიშნავს.
წელს ეს კონცერტი გახსნის ვახტანგ კახიძის საიუბილეო კონცერტების სერიას, რომლითაც იგი პატივს მიაგებს მამის ხსოვნას და წარმოაჩენს თავისი მრავალფეროვანი შემოქმედებითი მოღვაწეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროს.
ამ კონცერტში ვახტანგ კახიძე წარდგება, როგორც დირიჟორი, პიანისტი, მომღერალი და სიმღერების საორკესტრო არანჟირებების ავტორი.
*მისი შემოქმედებითი თანამშრომლობა მამასთან, ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მან დაიწყო მამასთან ერთად სიმღერა და ასევე საფორტეპიანო პარტიის შესრულება სიმღერების აუდიოჩანაწერების შექმნისას. ეს თანამშრომლობა მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდებოდა და 1990-იან წლებში ვახტანგმა ჯანსუღის რამდენიმე სიმღერის საორკესტრო არანჟირებაც განახორციელა კონცერტისთვის „პირველად იყო სიმღერა“. მამის გარდაცვალების შემდეგ, იგი ყოველთვის ცდილობდა მისი სასიმღერო შემოქმედების სრულყოფილად წარმოჩენას და სწორედ ამ მიზნით 2000-იანი წლების დასაწყისში მან გამოსცა ორ კომპაქტდისკიანი აუდიო ალბომი, ხოლო 2016 წელს შექმნა ახალი საკონცერტო პროექტი „ჯანსუღ კახიძის სიმღერები“, რომელიც უკვე რამდენიმე წელია დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში და წარმოადგენს ჯანსუღ კახიძის საკომპოზიტორო მემკვიდრეობის საუკეთესო დემონსტრირებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები