„ვახტანგ ჭაბუკიანი და მეოცე საუკუნე“ – დისკუსია გაიმართება

5 მარტს, 19:00 საათზე, პროექტის – „ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე“ გაიმართება პირველი დისკუსია თემაზე – „ომი და ცეკვა“ ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონიასთან ერთად.
თბილისის მერიის მუზეუმების ინფორმაციით, მრავალდარგობრივი კვლევითი პროექტი „ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე“ სხვადასხვა სფეროს მკვლევრების ჩართულობას ითვალისწინებს. პროექტის შედეგად უნდა შეიქმნას ეპოქის და ხელოვანის ურთიერთკავშირის მრავალრაკურსიანი სურათი.
პროექტი ორი ძირითადი ეტაპისგან შედგება, რომლის პირველი ნაწილი კალენდარული თვის ყოველ სამშაბათ დღეს, 19:00 საათზე, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში გაიმართება სადისკუსიო თემით – „ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე“.
თითოეული დისკუსიის თემა, ავტორის მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, იქნება გასხვავებული და, შესაბამისად, დამსწრე საზოგადოების მიერ გამოხატული აზრი, პროექტის კვლევის პრინციპებიდან გამომდინარე, სადისკუსიო თემისთვის საინტერესო და სამსჯელო, რადგანაც, კვლევის ამოცანაა, წარმოაჩინოს არტისტის ეპოქისა და გარემოს სხვადასხვა კონტექსტი, პარალელური კულტურული პროცესები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები