„დიდი ლიტერატურული ტურნე 2019“ – რუსთავში ბესტსელერის ავტორებთან შეხვედრა გაიმართება

5 მარტს, 18:00 საათზე, რუსთავში, მასშტაბური პროექტის – „დიდი ლიტერატურული ტურნე 2019“-ის ფარგლებში ბესტსელერის ავტორებთან შეხვედრა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მკითხველებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ მათთვის საყვარელ ქართველ მწერლებს, „გახდი ბესტსელერის ავტორის 2018“-ის გამარჯვებულებს: იაგო თვალაბეიშვილს, ნიკოლოზ ტოტოღაშვილსა და ვახო ვახტანგაძეს, რომლებიც თავიანთ რომანებს წარადგენენ და მკითხველისთვის საინტერესო თემებზე ისაუბრებენ.
ლიტერატურულ საღამოზე მისული სტუმრებისთვის წიგნები -„ტრანსმუტაცია“, „ალაჰი ჩემი მეგობარია“ და „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“ -20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები