„მარიამისთვის“ – საქველმოქმედო პოეზიის საღამო და ნახატების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
6 მარტს, 17:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საქველმოქმედო ღონისძიება – „მარიამისთვის“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ვეხმარებით 16 წლის მარიამ კასტიუნს. ღონისძიებაზე, ასევე, გაიმართება ნახატების გამოფენა – გაყიდვა. შემოსული თანხა ჩაირიცხება მარიამის ანგარიშზე.
საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობენ: მარინა თექთუმანიძე, მარინა კოლხიდაშვილი, თამარ შაიშმელაშვილი, მაიკო მიქაია, ქეთევან შენგელია, მანანა ზურაშვილი, რუსუდან ბაზალი, ნანა ცინცაძე, თამარ ლომიძე, ჯუბა ღებელი, ედუარდ უგულავა, ნიკოლოზ მებაღიშვილი, დავით არახამია, თენგო ავსაჯანიშვილი, ერეკლე საღლიანი, თენგიზ ხუციშვილი („წმინდა ქალაქის პოეტები“). დასწრება თავისუფალია.
ანგარიშის ნომერი: GE45BG 0000000101497405, „საქართველოს ბანკი“, ლია რობაქიძე.