ეროვნულ ბიბლიოთეკაში მხატვარ ნინო რამიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მხატვარ-ფერმწერის, ნინო რამიშვილის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა. როგორც მან “კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, გამოფენა მამის ხსოვნას მიუძღვნა და საგამოფენო დარბაზში მისი ნამუშევრებიც გამოფინა.
“ეს ჩემთვის პირველი პერსონალური გამოფენაა, თუმცა სხვებთან ერთად, ჯგუფურ გამოფენებში არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა. კონკრეტულად ეს გამოფენა კი მამას ხსოვნას მიეძღვნა, იგი მოქანდაკე იყო და მისი ნამუშევრებიც გამოიფინა.
ნახატები ძირითადად, ყველა სტილს მოიცავს, არის რეალისტური ჟანრიც და აბსტრაქტულიც. რაც შეეხება გამოყენებულ მასალას, ნამუშევრებში აკვარელი, ზეთი და აკრილია გამოყენებული. ოფიციალურად, გამოფენა-გაყიდვა არ არის, თუმცა დაინტერესების შემთხვევაში, რამდენიმე მათგანი შესაძლოა, გავყიდო, მაგრამ მაქვს ისეთი ნახატებიც, რომელთაც არ გავყიდი. გამოფენა პარასკევს გაიხსნა და მსურველებს კვირას, შუადღემდე ექნებათ საშუალება, მოვიდნენ და დაათვალიერონ”,- აღნიშნა ნინო რამიშვილმა.