სოფო ქაცარავა: მთავარი გზავნილი ეუთო-ს დასკვნაში არის ის, რომ ამომრჩეველს ჰქონდა საშუალება თავისუფალ გარემოში თავისი არჩევანი გაეკეთებინა

„მთავარი გზავნილი ეუთო-ს დასკვნაში არის ის, რომ ამომრჩეველს ჰქონდა საშუალება თავისუფალ გარემოში თავისი არჩევანი გაეკეთებინა”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ ეუთო-ს დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ანგარიშთან დაკავშირებით მძიმე სურათის წარმოჩენა არასწორია.

„ასეთი მძიმე სურათის წარმოჩენა ეუთო-ს ანგარიშთან დაკავშირებით, ვთვლი, რომ არასწორია. ეს არის ჯანსაღი პროცესი, როდესაც ეუთო აკვირდება არჩევნებს სხვადასხვა ქვეყანაში და ანგარიშში ასახავს როგორც პოზიტიურ მხარეებს, ასევე, რეკომენდაციებს. მთავარია, ანგარიშში აისახა ის, რომ ამომრჩევლებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება, წინასაარჩევნო გარემო იყო თავისუფალი და კონკურენტული, ხოლო არჩევნები იყო მაღალ პროფესიონალურ დონეზე ადმინისტრირებული. ჩვენ ბუნებრივია ყოველთვის მაქსიმალურად ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს. სწორედ პოლონეთში ვიზიტის დროს მე და პარლამენტის თავმჯდომარეს გვქონდა შეხვედრა ODIHR-ის ხელმძღვანელთან, სადაც გამოვხატეთ მზაობა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები