ანრი ოხანაშვილი: ეუთო-ს დასკვნაში საგანგაშო არაფერია, მასში დადებითადაა შეფასებული საარჩევნო პროცესის პროფესიონალური ადმინისტრირება

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს საბოლოო დასკვნაში პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.
„ეუთო-ს დასკვნაში საგანგაშო არაფერია. არის ორი მიმართულება – ერთი მიმართულებით საუბარია პოზიტიურ საკითხებზე, დადებითად არის შეფასებული პროფესიონალური ადმინისტრირება საარჩევნო პროცესის და მეორეს მხრივ, საუბარია იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს ჩვენ და ამ მიმართულებით, რეკომენდაციის სახით შემოთავაზებულია შემდგომი რეფორმები“, – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები