ენგურის კაშხალზე მსოფლიო დონის სანახაობის შექმნა იგეგმება

ენგურის კაშხალზე მსოფლიო დონის სანახაობის შექმნა იგეგმება, რომელსაც სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ შვილობილი კომპანია შპს „ენგურის ტურისტული ცენტრი’“ ახორციელებს. მის მიზანს წარმოადგენს წალენჯიხის  მუნიციპალიტეტში მდებარე ენგურის კაშხლის მიმდებარედ ტურისტული მუზეუმებისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა.
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის დასრულებულია დეტალური საპროექტო სამუშოები, რომელიც შესრულებულია ესტონური კომპანია „კოკო არქიტექტორების” მიერ. ამჯერად მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოების ბოლო ეტაპის სოციალურ-ეკონომიკური კვლევის მომსახურების შესყიდვა. ტენდერში 2019 წლის 26 თებერვალს შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიამ“ გაიმარჯვა, რომელიც წარმოადგენს „Colliers International Property Consultants Inc“ – ის შვილობილ კომპანიას, აღნიშნული კვლევა დასრულდება 60 კალენდარული დღის ვადაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები