დადიანების სასახლეში ჭერი ჩამოიშალა და ექსპონატები დააზიანა
ზუგდიდში, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შენობის ერთ-ერთ ოთახში ჭერი ჩამოიშალა. ჩამოშლილი მასალამ 7 ჭიქა დააზიანა.
მუზეუმის დირექტორი ექსპონატების აღდგენას შესაძლებლად მიიჩნევს. საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან ჩასულ ექსპერტებთან შეთანხმებით მიიღება.
„დადიანების სასახლის“ სარესტავრაციო პროცესის დაწყება აპრილიდან იგეგმება.