დიმიტრი ცქიტიშვილი ეუთო-ს დასკვნაზე: ვფიქრობ, სწორად უნდა დავინახოთ შენიშვნები და რეკომენდაციები

„ვფიქრობ, სწორად უნდა დავინახოთ შენიშვნები და რეკომენდაციები, გავაანალიზოთ და გამოსწორდეს ყველა ის შესაძლო ხარვეზი, რომელიც 2020-ში კიდევ უფრო კარგს გახდის არჩევნებს და მაღალ ლეგიტიმაციას შესძენს ქართულ პოლიტიკურ სისტემას”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს სამბოლოო დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, საგულისხმოა ყველა დასკვნა და რეკომენდაცია, რომელიც გამოცემულია.
„ბევრ დარღვევაზე, რომელიც დაფიქსირებულია, თუ არის ამის საჭიროება საქმე აღძრული იყო და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები