დიმიტრი ცქიტიშვილი: „თი-ბი-სი ბანკის“ საქმეზე გამოძიებას უნდა დაველოდოთ და გავიგოთ, აქვს თუ არა ეჭვებს საფუძველი

 

“ოპოზიცია „თი-ბი-სი ბანკის“ საქმეს იყენებს, მაგრამ, სანამ საგამოძიებო პროცესი მიმდინარეობს, კითხვები არსებობს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, გამოძიების შედეგად დადგინდება, აქვს თუ არა ეჭვებს საფუძველი.
„ორშაბათს იქნება მოსმენა და ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. გარკვეული მხრიდან არის მცდელობა, პოლიტიკური შეფასებები გაკეთდეს. გამოძიების დასრულებას ველოდებით, რათა პასუხები გავიგოთ. პოლიტიკურ სივრცეში გარკვეული სპეკულაციები მესმის და ამის დასრულებისთვის, კარგი იქნება, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოვუსმინოთ. გამოძიებას უნდა დაველოდოთ და გავიგოთ, აქვს თუ არა ეჭვებს საფუძველი“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
ცნობისათვის, „თი-ბი-სი ბანკის“ დამფუძნებლებს, ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს 4 მარტს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები