„ლხინისა და დღეობის თემა ქართულ მოდერნისტულ მხატვრობაში“ – ცისია კილაძის ლექცია გაიმართება
5 მარტი, 16:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში, ცისია კილაძის ლექცია – „ლხინისა და დღეობის თემა ქართულ მოდერნისტულ მხატვრობაში“ გაიმართება.
ქართველ მხატვართა შემოქმედებაში მრავლად წარმოდგენილი ლხინისა და დღეობის სცენები გამოხატავენ ეპოქის მსოფლმხედველობასა და ხელოვანთა დამოკიდებულებას სამყაროსადმი.
ეროვნული მუზეუმის თანამშრომლის, ხელოვნებათმცოდნე ცისია კილაძის ლექციაზე თემატურად იქნება განხილული ნიკო ფიროსმანაშვილის, ლადო გუდიაშვილის, შალვა ქიქოძის, ელენე ახვლედიანის, ფელიქს ვარლამიშვილისა და შალვა ძნელაძის მხატვრობის ნიმუშები.
ლექციის მიზანია, წარმოაჩინოს აღნიშნული თემის მხატვრულ-იკონოგრაფიული თავისებურებები და მათი როლი მოდერნისტულ მხატვრობაში.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: შ. რუსთაველის გამზ. 11.