ჩაქვში მდებარე სუს-ის ბაზის ტექნიკისა და ინვენტარისგან დაცლა მიმდინარეობს
ჩაქვში მდებარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბაზის დაცლა მიმდინარეობს. სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა და ამჟამად შენობის ტექნიკისა და ინვენტარისგან დაცლა ხდება.
შს სამინისტროს განმარტებით კი, მას შემდეგ, რაც შენობა დაიცლება, იქ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზა განთავსდება.