საქსტატი: პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა რაოდენობა შემცირდა

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა რაოდენობა შემცირდა. მონაცემების თანახმად, იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა, რომლებიც სტუდენტებს პროფესიულ პროგრამებზე იღებდნენ, 2018 წლის ბოლოსთვის 118 იყო, აქედან 39 საჯარო და 79 კერძო.
სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელთან შედარებით სტუდენტების მიღება შემცირებულია 24,4 %-ით. ჩარიცხული სტუდენტების უმეტესობა ინჟინერიის პროგრამებზე (31.6 %), ჯანდაცვის (15.8 %), ბიზნესის ადმინისტრირებაზე (15.0 %) და აგრარულ მეცნიერებებზე (14.5 %) მოდის.
რაც შეეხება მონაცემებს რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების მიხედვით თბილისი (46,7 %) ლიდერობს, რომელსაც აჭარა (22,4 %), იმერეთი (6,8 %), კახეთი (6,0%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (5,5 %) და ქვემო ქართლი (1,1 %) მოსდევს.
2018 წელს კურსდამთავრებულთა რაოდენობა 12 ათასი სტუდენტი იყო. 2017 წელთან შედარებით, კურსდამთავრებულთა რაოდენობა 22,3 %-ით არის გაზრდილი.
​განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის, ირინა წეროძის განმარტებით, კლების ტენდენციის მიზეზი ის არის, რომ გაზრდილია ე.წ. კონკურსიანი ანუ იმ პროგრამების რაოდენობა, სადაც ერთ ადგილზე რამდენიმე პრეტენდენტი მოდის. შესაბამისად, აბიტურიენტები იცხრილებიან.
​მისივე განცხადებით, ცვლილებების განხორციელება უახლოეს მომავალში პროგრამებისა და სტუდენტების რაოდენობაზე აისახება და კლების ტენდენცია ზრდით ჩანაცვლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები