ქარბუქი და ნალექი – როდიდან გამოიდარებს საქართველოში

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-3 მარტს საქართველოში ცივი, დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი შენარჩუნდება.
მაღალმთიან რეგიონებში ზოგან, შესაძლებელია, ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა, დღის საათებში, დაბლობსა და ბარში +4, +9 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
სააგენტოს ცნობით, 4 მარტს, ნალექი შეწყდება და გამოიდარებს, ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება: დაბლობსა და ბარში -3, შიდა ქართლში შესაძლებელია -9 გრადუსამდე, დღისით კი +12, +14 გრადუსამდე დათბება.
თბილისში 2-3 მარტს მოსალოდნელია მცირე ნალექი, ხოლო 4 მარტს უნალექო ამინდი იქნება. 1-3 მარტს დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები