თამაზ ჭილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება
10 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზიაში „სტამბის წიგნები” თამაზ ჭილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, 5 მარტს დიდ ქართველ მწერალს, პოეტსა და დრამატურგს თამაზ ჭილაძეს 88 წელი შეუსრულდებოდა. ამ ღირსშესანიშნავი დღის აღსანიშნად, ოთარ ჭილაძის სახელობის კულტურულ – საგანმანათლებლო ორგანიზაცია „აველუმი“ ხსენებულ საღამოს უმასპინძლებს.
თამაზ ჭილაძის შემოქმედებასა და მისი ღვაწლის შესახებ ისაუბრებენ პოეტი, ლიტერატორი ქეთევან შენგელია და მწერალი, გამომცემელი ზვიად კვარაცხელია.
მის: კოსტავას 14.
დასწრება თავისუფალია