საქართველოს ოკუპაციის კვირეულს ხოვლეს ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი ეხმაურება
1 მარტს, 14:00 საათზე, კასპის რაიონის სოფელ ხოვლეს ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში ჩატარდება ღონისძიება – ,,მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს”.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიებას უმასპინძლებს საქართველოს ოკუპაციის კვირეული, ხოვლეს საჯარო სკოლის, სასირეთის გენერალ მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმის, სოფ. სასირეთის საჯარო სკოლისა და სოფ. ხანდაკის საჯარო სკოლის ჩართულობით.