ავთანდილ ცინცაძე ხვალ საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის საქმიანობის 2018 წლის ანგარიშის წარადგენს

ხვალ, პირველ მარტს, სასტუმრო “კრუიზში”, 14:00 სთ-ზე, საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ავთანდილ ცინცაძე საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის საქმიანობის 2018 წლის ანგარიშისა და წესდებაში ცვლილებებს წარადგენს.
საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ ცინცაძე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს და პრეზენტაციის ფარგლებში სამბოს ფედერაციისა და ნაკრების მიღწევებსა და წარმატებებს განიხილავს, კერძოდ: უპრეცედენტო და ისტორიულ შედეგებს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, თბილისში ჩატარებულ “მსოფლიო პირველობა სამბოში ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის 2018”-ს, ოლიმპიური კომიტეტის მიერ სამბოს საერთაშორისო ფედერაციის წინასწარი აღიარებასა და სხვა მნიშვნელოვან შედეგებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები