კარასინის ულტიმატუმი: თბილისმა უნდა აირჩიოს, ან კეთილგანწყობა სამხრეთ კავკასიაში ან ევროატლანტიკური დღის წესრიგი
რუსეთის საგარეო მინისტრის მოადილის, გრიგორი კარასინის და ზურაბ აბაშიძის შეხვედრის შემდეგ, რომელიც გუშინ პრაღაში გაიმართა, კარასინმა რუსულ მედიასთან რიგი განცხადებები გააჟღერა, მისი ერთი მუქარა მეორეთი ჩანაცვლდა.
თავდაპირველად ის საქართველოს “უსიამოვნო მოულოდნელობების” შესახებ აფრთხილებდა, ახლა კი ქვეყანას არჩევანის წინაშე აყენებს.
“თბილისმა უნდა აირჩიოს ან კეთილგანწყობა სამხრეთ კავკასიაში ან ევროატლანტიკური დღის წესრიგი. ამ ორის პარალელურად კეთება რთულია, სერიოზულ შედეგებს გამოიღებს. გასაგებია, რომ თუკი სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს საომარი აქტივობა განვითარდება, ადრე თუ გვიან ეს პრობლემებს შექმნის. უნდა გვახსოვდეს, რითი დაიწყო უკრაინაში პრობლემები. ეს აბსოლუტურად იდენტურად დასმული საკითხია”,- განაცხადა კარასინმა რუსულ მედიასთან საუბრისას.