თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე კორპუსში მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე ხანძარი გაჩნდა. როგორც “კვირას” საგანგებო მართვის სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.
მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილას 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
კორპუსში დიდი დაკვამლიანების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.
​შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები