სკოლის მოსწავლემ წნევის დამწევი მედიკამენტის ერთი აბი თანაკლასელის შესაშინებლად დალია-რა მოხდა საჯარო სკოლაში

14 წლის გოგონა, რომელმაც თანაკლასელის შესაშინებლად წნევის დამწევი მედიკამენტის ერთი აბი დალია, თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება – ამის შესახებ „კვირას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაში დღეს დილით მიიყვანეს.
„დღეს დილით, საავადმყოფოში მოიყვანეს მოზარდი, რომელმაც წნევის დამწევი 1 აბი თანაკლასელი გოგონას შესაშინებლად მიიღო. არავითარი სუიციდის მცდელობა არ ყოფილა. პაციენტი კლინიაშია მოთავსებული და მას ხვალ დილამდე დავტოვებთ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბავშვი ჩვეულებრივ მდგომარეობაშია და სავარაუდოდ კლინიკიდან ხვალ გავწერთ“ – განუცხადა „კვირას“ კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ, რომელიც ბულინგის მსხვერპლი აღმოჩნდა მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები