კობა ნარჩემაშვილი: ჩვენი პოზიციებიდან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობის დატოვება მოგვიხდება

ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” წევრის, კობა ნარჩემაშვილის თქმით, მათი უმრავლესობაში დარჩენის საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება. როგორც მან განმარტა, გუნდთან გარკვეული წინააღმდეგობები არსებობს.
“ამ თემაზე ფრაქციაში ინტენსიური კონსულტაციები გვაქვს. მე პირადად ვთვლი, რომ როდესაც მორალურადაც და პოლიტიკურადაც წინააღმდეგობები არსებობს და ეს ვერ დაიძლევა გუნდის შიგნით, არ არის სწორი, რომ იყო იმ ჯგუფში, სადაც ეს წინააღმდეგობები გხვდება. პრინციპში, დღეების ან კვირების ამბავია, რომ გადაწყდეს ჩვენი უმრავლესობაში დარჩენის ან წასვლის საკითხი. სავარაუდოდ, ჩვენი პოზიციების შეჯერებიდან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობის დატოვება მოგვიხდება.
ჩემთვის იმთავითვე პოლიტიკაში ყოფნის მიზანი იყო, ვყოფილიყავი იქ, სადაც იქნებოდა არაპერსონალისტური დამოკიდებულებები, მნიშვნელოვანი იქნებოდა იდეოლოგიურ ნიადაგზე ოპონირება. ამის იმედი მაქვს მომავალშიც. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიას პოლიტიკურ ასპარეზზე გასაქანი მიეცეს,” – განაცხადა ნარჩემაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები