სერგო ფარაჯანოვის 95 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება

1-ელ მარტს,  17:00 საათზე, თბილისის მეგობრობის სახლში,  კინოხელოვნების გამორჩეული წარმომადგენლის – სერგო ფარაჯანოვის 95 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ მეგობრობის სახლიდან აცნობეს, საღამოზე წარმოდგენილი იქნება ხოსე მაჯინერეს დოკუმენტური ფილმის –  „სერგო ფარაჯანოვი – სილამაზის მაესტრო“ – პრემიერა.
მისამართი: მარჯანიშვილის ქ. 24. VI სართ.
საღამოს ორგანიზატორია ნანა ნიკოლაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები