აკაკი ზოიძე: „თიბისი ბანკის“ რეპუტაციასა და ანაკლიის პროექტს ჩრდილი არ მიადგება

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ მორიგ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, აკაკი ზოიძე აფასებს.
მისი აზრით, პროკურატურაში ჩატარებული ბრიფინგის ერთადერთი მიზეზი იყო, მკაფიოდ გამოჩენილიყო, რომ საუბარია კონკრეტული ადამიანების მიერ გატარებულ ქმედებებზე და “თიბისი ბანკს” ჩრდილი არ მიადგება.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი სწრაფად დასრულდეს.
„ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი მალე დასრულდეს, რადგან იმ ადამიანების რეპუტაციაზე არის დამოკიდებული გარკვეულწილად ანაკლიის პროექტის დროულად განხორციელების პერსპექტივა. ასე რომ, ყველა შემთხვევაში, ჩემთვის, როგორც პარლამენტის წევრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, სწრაფად დასრულდეს. თუ რამე კითხვის ნიშნები არის, დღეს რაც მოვისმინეთ ამის მიხედვით ჩანს, რომ არის, სწრაფად და ამომწურავად გაეცეს ამ კითხვებს პასუხი, რომ რეპუტაციული ზიანი არ მიადგეს ამ ადამიანებს, რომლებიც არიან „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები და ასევე, კონსორციუმის დამფუძნებლები, რომელიც ანაკლიის პროექტის განმახორციელებელია“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისი თქმით, ოპოზიცი ბიძინა ივანიშვილს უსაფუძვლოდ აკრიტიკებს.
„ოპოზიციას ყოველთვის აქვს ასეთი ეჭვები და დარწმუნებით საუბრობენ, რომ თითქოს, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებია. მათი აზრით, რაც ცუდი ხდება ამ ქვეყანაში ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის გაკეთებულია, მაგრამ ეს სიმართლესთან არაფერ კავშირში არ არის. როგორ შეიძლება, ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ქველმოქმედია, დავადანაშაულოთ, რომ ქვეყნისთვის ზიანის მოტანა უნდა ან ქვეყნის განვითარების წინააღმდეგია“, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები