ზაალ ანჯაფარიძე: ყოვლისშემძლე „მაღალმა საჯარო ინტერესმა“ პროკურატურას „თი-ბი-სი ბანკზე“ საგანგებო განცხადება გააკეთებინა

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თავის „ფეისბუქგვერდზე“ პროკურატურის მიერ TBC-ზე გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, ამ განცხადებამ მცირედით მაინც ახადა ფარდა „თი-ბი-სი ბანკთან“ დაკავშირებულ პროცესებს.
„ყოვლისშემძლე „მაღალმა საჯარო ინტერესმა“ პროკურატურას „თი-ბი-სი ბანკზე“ საგანგებო განცხადება გააკეთებინა. კარგია, რომ ცოტათი მაინც აიხადა ფარდა და გავიგეთ, რომ ამ ფინანსურ „გაიმასქნებაში“ ვინმე იდუმალი პ.ღ.-ს ოფშორული კომპანიაც ყოფილა ჩართული.
ეს იდუმალება კი ნახევარ საათში გასკდა და გავიგეთ, რომ ეს პ.ღ. „თი-ბი-სის“ ერთ-ერთი ტოპმენეჯერი პაატა ღაძაძეა. მთელი ინტრიგა აქ იმაშია, რომ პროკურატურის ამ განცხადების შემდეგ კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა და იქნებ სწორედ ეს იყო ამ განცხადების მიზანიც“, – ზაალ ანჯაფარიძე თავის პოსტში.
ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას „თი-ბი-სი ბანკთან“ დაკავშირებით ამ ეტაპისთვის გამოძიების მიერ დადგენილი გარემოებები გააცნო. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 2012 წელს „თი-ბი-სი” ბანკმა შპს „სამგორი თრეიდი” და „სამგორი M“ საერთოდ გაათავისუფლა ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები