,,თანამედროვე დეკორატიული ხელოვნება“ – ქეთევან შარაბიძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება
1-ლი მარტიდან 3 მარტამდე მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ ,,მუზაში“, ქეთევან შარაბიძის ნამუშევრების (აკრილი, ტილო, პოპ-არტი, თექა, მინის მხატვრული დამუშავება -,,დეკუპაჟი“) გამოფენა გაიმართება.
გამოფენის სახელწოდება: ,,თანამედროვე დეკორატიული ხელოვნება“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენა გაიხსნება: 1 მარტს 18:30 საათზე.
მისამართი: მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ ,,მუზა’’, კუს ტბის გზაზე.