გია აბაშიძე “თიბისის” საქმეზე: შეკითხვა არაერთია, გაუცემელი პასუხები ბევრი, პოლიტიკური სპეკულაციები კი იმაზე უფრო მეტი
პოლიტოლოგი გია აბაშიძე „თი-ბი-სი ბანკთან“ დაკავშირებით მიმდინარე გამოძებაზე მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს რომ კითხვები უჩნდება.
როგორც აბაშიძე წერს, თუ ყველაფერი, რასაც ამბობენ ხაზარაძე – ჯაფარიძე, რიგზეა და არაფერი გათეთრებულა, როგორ მოხდა ხსენებული კომპანიებისათვის [“სამგორი M” და ,,სამგორი თრეიდი“] ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული და სესხის გადახდის ვადა გაიზარდა 1 წლით.
აბაშიძეს სხვა კითხვებიც აქვს.
“ვკითხულობ პროკურატურის დღევანდელ განცხადებას “თიბისი”-ზე და წარმოდგენილ სქემაზე მებადება არაერთი შეკითხვა: დავუშვათ, ყველაფერი, რასაც ამბობს ხაზარაძე & ჯაფარიძე, რიგზეა და არაფერი გათეთრებულა, როგორ მოხდა ხსენებული კომპანიებისათვის [“სამგორი M” და ,,სამგორი თრეიდი“] ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული და სესხის გადახდის ვადა გაიზარდა 1 წლით?
რა პარამეტრით მიენიჭათ მათ სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე უიმედო კლასიფიკაცია?
რა პრინციპით მოხდა სესხის ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადატანა ისე, რომ არ მომხდარა სესხის თანხის გადახდა?
რატომ არ მოხდა თავმდები პირებისთვის თანხის ანაზღაურების მოთხოვნა?
მეტიც, რატომ არ მოხდა ანგარიშზე არსებული თანხის ჩამოჭრა ან სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონებების ჩამორთმევა?
თავიდანვე ხომ არ იყო ცნობილი “თიბისი”-სთვის ის, რომ ეს არაა ავთო წერეთლის კრედიტი და ამიტომაც ჰქონდა მის მიმართ გამონაკლისი ლოიალობა?ვინმეს ერთი წამით მაინც წარმოუდგენია მსგავსი “სქემით” ტექნიკის ან მანქანის განვადებით ყიდვა, უძრავ-მოძრავი ქონებით დატვირთვა და მერე ასე გაუგებრად თავის დაძვრენა? უმეტესობა ჩვენგანმა ხომ იცის, რა არის “შავი სია”, კრედიტინფო, მღებრიშვილის გოგო-ბიჭების მუქარის ზარები, დილაადრიანად სახლში მოვარდნები, აღსრულების ბიუროს მტკივნეული აქტივობები, საკრედიტო ისტორიის საბოლოო გაშავება და ა.შ?..შეკითხვა არაერთია, გაუცემელი პასუხები ბევრი, პოლიტიკური სპეკულაციები კი იმაზე უფრო მეტი…”, – წერს გია აბაშიძე.