„ჩვენ მოვიგებთ ომს! – იების თაობა გიორგი კალიაევის გადასარჩენად“ – საქველმოქმედო საღამო გაიმართება
„ჩვენ მოვიგებთ ომს! – იების თაობა გიორგი კალიაევის გადასარჩენად“, – ასე ჰქვია ოთარ ჭილაძის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია „აველუმის“ და ტრენინგცენტრ „ცოდნას“ მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო საღამოს.
2 მარტს, 13:00-17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება დეკორაციებისა და აქსესუარების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართველი მხატვრების, დიზაინერებისა და დეკორატორების ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები.
“აველუმი” მადლობას უხდის ტრენინგ ცენტრს “ცოდნა”, შემოქმედებით ჯგუფს და ცენტრის დამფუძნებელს, არაჩვეულებრივ ქალბატონს ლიკა ბუკიას, გვერდში დგომისა და გულისხმიერებისთვის .