მარიამ გულბიანის დოკუმენტური ფილმი ეგვიპტეში დააჯილდოვეს
ეგვიპტეში Aswan International Women Film Festival გაიმართა, სადაც მარიამ გულბიანის დოკუმენტური ფილმი – „სანამ მამა დაბრუნდება“ – საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმის – „სანამ მამა დაბრუნდება“ რომლის მსოფლიო პრემიერაც ბრიტანეთში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდ, შეფილდის დოკუმენტური ფილმების კინოფესტივალზე შედგა. მოგვიანებით კი ფილმი სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში აჩვენეს. რამდენიმე დღის წინ ფილმის ჩვენებები გაიმართა პრაღასა და კოპენჰაგენში.
„სანამ მამა დაბრუნდება“ ორი მოზარდი გოგონას მეგობრობის ისტორიას გადმოსცემს, მოვლენები კი პანკისის ხეობაში ვითარდება.