ოდესაში საქართველოს ელჩმა და კონსულმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

ოდესაში საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ და ოდესაში საქართველოს კონსულმა თორნიკე ბერეკაშვილმა  ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
უკრაინაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ელჩი ეწვია ოდესაში წმინდა თამარ მეფის სახელობის ახლად აშენებულ ტაძარს, დაათვალიერა მიმდებარე შენობა, სადაც ახლო მომავალში ქართული კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი „ივერია“ და მასთან არსებული საკვირაო სკოლა განთავსდება.
ელჩმა, მადლობა გადაუხადა ოდესაში ქართული დიასპორის ხელმძღვანელს ოლეგ ქუთათელაძეს აქტიური საქმიანობისთვის და  საელჩოს სიგელით დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები