„ლეონარდო – უცნობი და ნაცნობი“ – გია ბუღაძის ლექცია გაიმართება

საქართველოს ეროვნული მუზეუმი უერთდება ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლს და წარმოადგენს მულტიმედიურ საგანმანათლებლო პროექტს: „ლეონარდო – Opera Omnia | Leonardo Opera Omnia“
პროექტი ითვალისწინებს  ლექციათა ციკლს ცნობილი იტალიელი მხატვრის, მოქანდაკის, არქიტექტორის, გამომგონებლის, ინჟინერისა და მეცნიერის – ლეონარდო და ვინჩის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
როგორც „კვირას“ ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრიდან აცნობეს, 2 მარტს, 14:00 საათზე, პირველ ლექციას გამართავს გია ბუღაძე: „ლეონარდო – უცნობი და ნაცნობი“.
ლექციაზე დასწრება თავისუფალია.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები