პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის გამოძიების დეტალებს არ გაასაჯაროებს
საქართველოს გენერალური პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის გამოძიების დეტალებს არ გაასაჯაროებს, – ამის შესახებ „კვირას“ საგამოძიებო უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.
ცნობისათვის, დღეს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმის გამოძიების მასალები უნდა გასაჯაროვდეს.
„მიგვაჩნია, რომ, სასურველია, გამოძიების მასალების გასაჯაროებაც, რათა თავიდან იქნას აცილებული რაიმე გაუგებრობა. მითუმეტეს, რომ, მართალია, ძიების პროცესში საქართველოს საპატრიარქო მხარე არ ყოფილა, მაგრამ განვითარებული მოვლენები მას უშუალოდ დაუკავშირდა.
იმედია, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები გაითვალისწინებენ შექმნილ ვითარებას და, გამონაკლისის სახით, ამ ნაბიჯს გადადგამენ“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.