ლარი 0.0019 პუნქტით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0019 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.6770 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის (25 თებერვალი, 2019) მიხედვით 1 აშშ დოლარი 2.6751 ლარი ღირდა.
0.0022 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.0427 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0405 ლარი იყო.