„გამოფენა მეგობრებისთვის“ – „ორანჟერეამ“ ზურაბ გომელაურის ფერწერულ ნამუშევრებს უმასპინძლა

„გამოფენა მეგობრებისთვის“ – ასე ერქვა ზურაბ გომელაურის ერთდღიან გამოფენას, რომელსაც რესტორანმა „ორანჟერიამ“ უმასპინძლა. სიყვარულის თემაზე შექმნილმა 22-მა ნამუშევარმა დამთვალიერებელს ერთი საღამო გაულამაზა.
როგორც „კვირას“ თავად მხატვარმა განუცხადა,  „ორანჟერიაში“, ძირითადად, სიყვარულის თემაზე ზეთით, აკრილით და შერეული ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
„ქორწინების, ნეფე-დედოფლის, შეყვარებულების, მეგობრობის თემა – რაც მიყვარს, ყველაფერი გამოიფინა. ნამუშევრებზე გამოსახულები არიან, ძირითადად, შეყვარებულები… ამის გარდა, გამოიფინა კიდევ რამდენიმე ნატურმორტი, სიუჟეტები სახარებიდან  – „შობა“, „ხარება“, ქართულ თემატიკაზე შექმნილი  ლურჯი კომპოზიციები,  ქართული ორნამენტიკა  და სიმბოლიკა,   ხალიჩებივით აწყობილი რამდენიმე აბსტრაქტული კომპოზიცია.
ეს საღამო  თაკო დოლაბერიძის ორგანიზებით გაიმართა. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მობრძანდა“, – აღნიშნა მხატვარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები