„ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევები“ – ტარიელ ფუტკარაძის წიგნის წარდგენა გაიმართება

28 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის წიგნის: „ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევები“ წარდგენა.
როგორც „კვირას“ ქართული უნივერსიტეტიდან აცნობეს, საარქივო და სხვა დოკუმენტური წყაროების ანალიზის საფუძველზე, წიგნში აღწერილია რუსეთის იმპერიის 150-წლიანი საინფორმაციო ომი და ტერმინოლოგიური „დივერსიები“ ქართველი ერის დასანაწევრებლად. წიგნი განკუთვნილია არა მხოლოდ სპეციალისტების, არამედ ქართველთა დედაენისა თუ კულტურის აქტუალური საკითხებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის.
დასწრება თავისუფალია.
წიგნი გამოსცა “უნივერსალმა”. წარდგენისას შესაძლებელი იქნება წიგნის შეძენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები