,,საქართველოს პირველი რესპუბლიკა, როგორც საქართველოში დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის მცდელობა“ – ლაშა ბაქრაძის ლექცია გაიმართება
27 თებერვალს, 18:00 საათზე, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში, დაგეგმილია საჯარო ლექცია თემაზე: ,,საქართველოს პირველი რესპუბლიკა, როგორც საქართველოში დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის მცდელობა“.
როგორც „კვირას“ მუზეუმიდან აცნობეს, ლექციას წაიკითხავს ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა ბაქრაძე.
ლექცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება.