კვიპროსში ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებით-სახალისო გაკვეთილები ჩატარდა 

კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მოწვევით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახურის თანამშრომლებმა კვიპროსში ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებით-სახალისო გაკვეთილები – „მე ვხატავ ფიროსმანს“ და „ძველი ქართული კედლის მხატვრობა“ – ჩაატარეს.
საკვირაო სკოლის აღსაზრდელები გაეცნენ ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას, ასევე მოისმინეს ძველი ქართული კედლის მხატვრობის მოკლე ისტორია. მოგვიანებით კი სქემატური ნახატების მეშვეობით, ფიროსმანის ცნობილი პერსონაჟები და სხვადასხვა მოხატულობის ფრაგმენტები გააცოცხლეს.
საგანმანათლებლო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საელჩოს და საკვირაო სკოლას საჩუქრად სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნები გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები