სურამში ლესია უკრაინკას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს

25 თებერვალი ცნობილი უკრაინელი პოეტის ლესია უკრაინკას დაბადების დღეა. პოეტის საიუბილეო დღის აღსანიშნავად, სურამში მისი ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის საფუძველზე განახორციელებს.
მემორიალური სახლის აღდგენისა და სამუზეუმო მოწყობის ინიციატივა საქართველოში უკრაინის სრულუფლებიან ელჩს იჰორ დოლჰოვს ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები